The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ოიკაშვილი

დაბადების თარიღი:18 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 2008  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს(მუსიკის თეორია).

1968-1970წწ. იყო თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1970-2007წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის პედაგოგი(თეორიული საგნები), 1974-1984წწ. თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი, 2005 წლიდან პროფესორი; თხზულებები: საფორტეპიანო პიესები მოსწავლეთათვის, რომანსები, საფორტეპიანო ვარიაციები, "მუსიკალური ჩანახატები", სიმებიანი კვარტეტი; მუსიკისმცოდნე ზ. ოიკაშვილის მამა; მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზაქარია ფალიაშვილის ჰარმონიული ენის სტილისტური თავისებურებები", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 372; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.52

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: