შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბულატ ოკუჯავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1950 წელს. ომის დაწყებისთანავე სკოლის მოსწავლე ომში, ფრონტზე მოხალისედ წავიდა. ცოტა ხანში საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რუსეთში კალუგის რაიონის სოფელ შამორდინოში რუსული ენის მასწავლებლად გამწესდა. 1956 წელს მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ ჯერ რედაქციაში "ახალგაზრდა გვარდიაში", ხოლო, შემდეგ "ლიტერატურულ გაზეთში" განყოფილების გამგედ დაიწყო მუშაობა. 1957 წელს გახდა გაზეთის "Комсомольская правда" რედაქტორის მოადგილე. ამ დროიდან დაიწყო ლექსებისა და სიმღერების წერა, რომლებსაც თვითონვე ასრულებდა გიტარის თანხლებით. მისი პოეტური კრებულები: "Острова" (1959), "თინათინისკენ" (1964), "Веселый барабанщик" (1964), "Великодушный март" (1967), "Арбат, мой Арбат" (1976) პოპულარობით სარგებლობდა. პოეტის სიმღერები 80-ზე მეტ ფილმშია გამოყენებული. ოფიციალური საბჭოთა მწერალთა ხელმძღვანელობა პოეტის სიმღერებს არ წყალობდა, მაგრამ იგი აგრძელებდა დამოუკიდებლად მოღვაწეობას. თავის სიმღერებს საზღვარგარეთ გამოსცემდა. პირველი მისი დისკი 1968 წელს გამოვიდა საფრანგეთში, შემდგომ პოლონელი მომღერლებისა და მისი უშუალო შესრულებით სიმღერა "პოლონეთთან გამომშვიდობება" დისკი გამოვიდა. სსრკ-ში 70-იანი წლებიდან დაიწყეს მისი სიმღერების გამოცემა. საყოველთაო აღიარება ანდრეი სმირნოვის ფილმის "Белорусский вокзал" გამოსვლის შემდეგ მოვიდა, სადაც მისი სიმღერა "А нам нужна одна победа" გაჟღერდა. 90-იანი წლებიდან ოკუჯავა კონცერტებს მართავდა როგორც მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, აშშ, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ისრაელში. 1995 წელს კი მისი პერსონალური კონცერტი მოეწყო პარიზში იუნესკოს შტაბ-ბინაში. დაწერილი აქვს აგრეთვე მოთხრობები, ისტორიული და სატირული, პროზაული თხზულებები, კინოსცენარები. იგი პოპულარული იყო როგორც ლირიკული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი. რუსულ ენაზე თარგმნა: ი. ნონეშვილის, ხ. ბერულავას, ო. ჭელიძის, შ. ნიშნიანიძის, ჯ. ჩარკვიანის, მ. ქვლივიძის ლექსები. ეროვნებით ქართველი, მოსკოვში მოღვაწე პროზაიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 372; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.132; გაიცანი მოსკოვი: um.mos.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |