The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ონოფრე გარეჯელი (წმინდა ონოფრე გარეჯელი)

ონოფრე გარეჯელი
ოფიციალური სახელი:ოთარ მაჭუტაძე
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1733
დაკრძალვის ადგილი:დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით, საკურთხეველის სარკმელთან
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

XVIII საუკუნის მწიგნობარი; 1683-1690წწ. ბერად შედგა; 1690 წელს დაადგინეს დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვრად; იგი ენერგიულად იღვწოდა სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის, რისთვისაც "დავითგარეჯის უდაბნოს მეორე აღმშენებელი" უწოდეს; 1699 წელს მისი ინიციატივით შედგა ჰაგიოგრაფიული კრებული(ხელნაწერი A-160), რომელშიც პირველად გაერთიანდა ასურელ მამათა ცხოვრების ამსახველი თხზულებანი; სულხან-საბა ორბელიანის თანამედროვე; ჩვენამდე მოაღწია ერთმა ხელნაწერმა კრებულმა, რომლის შემდგენელი და რედაქტორი ოთარ მაჭუტაძე უნდა იყოს; ამ კრებულში არის 9 გალობისაგან შედგენილი ლიტურგიკული "კანონი" დავით გარეჯელის სახელობისა; "კანონს" ახლავს აკროსტიხი, რომლის ანალიზის საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ "კანონის" ავტორია სულხან-საბა ორბელიანი, უშუალოდ ჩამწერი - სხვა პირი, შესაძლოა ეს პირი იყოს ოთარ მაჭუტაძე; ნათლისღების დღესასწაულზე, ლიტურგიის შემდეგ, წმიდანი გარდაიცვალა; მისი ხსენების დღეა 29 (12-10); საეკლესიო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 373; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. -თბ., 1983. - გვ. 515 


გააზიარე: