The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გუჯაბიძე

დავით გუჯაბიძე
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1956  (67 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1978 წელს; საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი 1986 წელს, ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1994 წელს; ევროპის მედია-პროფესიონალების საერთაშორისო პროექტის Nipkow-პროგრამის სტიპენდიით სტაჟირება გაიარა ბერლინში.

დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "როკვით განფენილნი"(დოკუმენტური, 2005), "რამდენიმე სურათი თეატრის ცხოვრებიდან ანუ ინტერვიუ ჭოლასთან" (დოკუმენტური, 2005), "სადღაც, დედამიწაზე“ (დოკუმენტური, 2009), "ქეთო და კოტეს" ძიებაში" (დოკუმენტური, 2009); სცენარის ავტორია ფილმების: "უჩინარი სახელი" (დოკუმენტური, 1989), "როკვით განფენილნი“ (დოკუმენტური, 2005), "რამდენიმე სურათი თეატრის ცხოვრებიდან ანუ ინტერვიუ ჭოლასთან"(დოკუმენტური, 2005), "სადღაც, დედამიწაზე"(დოკუმენტური, 2009), "ქეთო და კოტეს" ძიებაში"(დოკუმენტური, 2009); პროდიუსერია ფილმების: "როკვით განფენილნი"(დოკუმენტური, 2005), "რამდენიმე სურათი თეატრის ცხოვრებიდან ანუ ინტერვიუ ჭოლასთან" (დოკუმენტური, 2005), "სადღაც, დედამიწაზე"(დოკუმენტური, 2009); დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "უჩინარი სახელი" (დოკუმენტური, 1989), "ტრასა" (1991), "ვარიაცია "ოტელოს“ თემაზე" (2003), "როკვით განფენილნი"დოკუმენტური, 2005), "რამდენიმე განმარტოებული კადრი რამდენიმე ეული არსებისა და საგნის შესახებ"(დოკუმენტური, 2004), "ქართველი მამლუქები ეგვიპტეში" (დოკუმენტური, 2007), "ქეთო და კოტეს" ძიებაში" (დოკუმენტური, 2009) და სხვ.; ხმის რეჟსორი/ოპერატორია ფილმების: "რამდენიმე განმარტოებული კადრი რამდენიმე ეული არსებისა და საგნის შესახებ" (დოკუმენტური, 2004),  "რამდენიმე სურათი თეატრის ცხოვრებიდან ანუ ინტერვიუ ჭოლასთან" (დოკუმენტური, 2005) და სხვ.; მემონტაჟეა ფილმების: "ქართველი მამლუქები ეგვიპტეში" (დოკუმენტური, 2007), "ქეთო და კოტეს" ძიებაში" (დოკუმენტური, 2009), "სადღაც დედამიწაზე" (დოკუმენტური, 2009).

წყარო:ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: