The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ქართველთა მნათობი

ნიკოლოზ ქართველთა მნათობი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ორბელიანი
დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:1308
კატეგორია:მთარგმნელი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ბიოგრაფიული ცნობები არ მოიპოვება; ანტონ კათალიკოსის თანახმად, იგი იყო მრავალი აკოლოთიის ავტორი; ჩვენამდე მოღწეულია ერთი აკოლოთია, მიმართული ღვთაებისადმი; თხზულების ავტორი ერის სახელით ევედრება უფალს წვიმების შეწყვეტას; მისი სხვა საგალობლები უცნობია; ნიკოლოზ ქართველთა მნათობი მთარგმნელობით მოღვაწეობასაც ეწეოდა; ვარაუდობენ, რომ როგორც ლიტურგისტს, მას უნდა ეკუთვნოდეს "განგება წყლის კურთხევისა", რომელიც 1306-1308წწ. არის ნათარგმნი ბერძნულიდან ქართულად; მისი ხსენების დღე ახალი სტილით 16 ნიემბერი; XIV საუკუნის ჰიმნოგრაფი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 367


გააზიარე: