შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია დოიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის რაიონი. ქ. მოსკოვში დაამთავრა "სოიუზმულტფილმთან“ არსებული მხატვარ-მულტიპლიკატორთა ორწლიანი კურსები 1962 წელს; რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლესი კურსების კლასიკური ანიმაციის საფუძვლები 1989 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის“ მულტიპლიკაციური ფილმების გაერთიანებაში; იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ანიმაციური სტუდიის ხელმძღვანელი, პროფესორი; ხელმძღვანელობდა მხატვარ-ანიმნატორთა ჯგუფებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ გერმანიის ("Colange carton", "Penta TV"), ესპანეთის ("CAMEVA Studio”) და თურქეთის ("Denge animation") ქვეყნებთან. ფილმი "ოპტიმისტური მინიატურა" შესულია Masimo Mazer-ის (იტალია) ალბომში, სადაც სპეციალური გვერდია მიძღვნილი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ანი, ბანი და სხვანი"(ანიმაციური, 1989), "ორი პეპელა"(ანიმაციური, 2012); სცენარის ავტორია ფილმების: "ანი, ბანი და სხვანი"(ანიმაციური, 1989), "ორი პეპელა"(ანიმაციური, 2012); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ოქრო"(ანიმაციური, 1966), "კაცი და ლომი"(ანიმაციური, 1969); ანიმატორია ფილმების: "წუნა და წრუწუნა"(ანიმაციური, 1955), "კონკურენცია“(ანიმაციური, 1970), "ჯადოსნური კვერცხი" (ანიმაციური, 1974), "უჩვეულო ნადირობა"(ანიმაციური, 1980), "სიზმარა"(ანიმაციური, 1986), "ანი, ბანი და სხვანი"(ანიმაციური, 1989) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |