შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ კუტუბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვენობანი, ახლანდელი ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1934 წელს. 1957-1974წწ. ამავე ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის პროფესორი, 1974 წლიდან კი საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის გამგე; მან შეისწავლა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და ნაღვლის გზების ქირურგიული მკურნალობა, დაამუშავა პერიფერიული ნერვის გაკერვისა და ეპითელიუმური ცისტის რადიკალური ოპერაციის ორიგინალური მეთოდები და სხვა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1958), ქირურგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.90; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.246 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |