შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერასტი თურქისტანიშვილი![]()
ბიოგრაფია1724 წელს ვახტანგ VI-ის ამალას გაჰყვა რუსეთში. მონაწილეობას ღებულობდა ვახტანგ VI-სა და პეტრე I-ს შორის გამართულ მოლაპარაკებებში. მეფის დავალებით რუსულიდან ქართულად თარგმნა "აპოთეგმატა", რომლის ორი რედაქცია არსებობს - ვრცელი და მოკლე. ე. თურქისტანიშვილის მიერ თარგმნილი მოკლე რედაქცია ვახტანგ VI-მ გალექსა და "სიბრძნე მალაღობელი" უწოდა. ქართველი მწიგნობარი, პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.: 5.- თბ., 1980.- გვ. 11; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.131
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |