The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდე მაცულევიჩი

ლეონიდე მაცულევიჩი
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:1959  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1912 წელს.

სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა ლენინგრადში - რუსულ მუზეუმსა და ერმიტაჟში; იკვლევდა როგორც ფეოდალური ეპოქის რუსულ ხალოვნებას ისე ბიზანტიის ხელოვნებისა და ქართული ხელოვნების საკითხებს. მას არაერთხელ უმოგზაურია საქართველოში, კარგად იცნობდა ქართული ხელოვნების - ფერწერის, ხუროთმოძღვრობის, ოქრომჭედლობის ძეგლებს. ქართული მონუმენტური მხატვრობის ძეგლის - ზარზმის ფრესკებისადმია მიძღვნილი ნაშრომი "სოფელ ზარზმის ეკლესიის მოხატულობის შესახებ"(1914, რუსულ ენაზე). შოთა რუსთაველის საიუბილეო დღეებში დაიბეჭდა გამოკვლევა "ნიკორწმინდა და მისი ადგილი ქართულ კულტურაში"(1938, ქართ. და რუს. ენებზე). 1936-1938წწ. მონაწილეობდა საქართველოს კულტურის ძეგლდა დაცვის კომიტეტის საქმიანობაში. რუსი ხელოვნების ისტორიკოსი, ანტიკური და შუა საუკუნეების ხელოვნების მკვლევარი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.649 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორ. (1946-)

ბიბლიოგრაფია

  • Сборник Руставели : К 750-летию "Вепхисткаосани" (რედაქტორი). - Тбилиси, Груз. фил. АН СССР, 1938. - 222 с.

გააზიარე: