შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1913 წელს. მუშაობდა რუსეთში სხვადასხვა დროს სარკინიგზო ხაზების მშენებლობის მთავარ არქიტექტორად; 1921 წლიდა ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოში; 1923-1930 წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი და დეკანი; 1938-1951 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრის გამგე; მისი ნამუშევრებია: ზემო ავჭალის ჰესი (ზაჰესი, 1927, ა. კალგინთან და კ. ლეონტიევთან ერთად), რკინიგზის ვაგზლის შენობა ოზურგეთში (1923–1929) და სხვ. მისმა არქიტექტურამ დიდი გავლენა იქონია იმ დროის ქართულ ხუროთმოძღვრებაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.650; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 609 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |