შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტადეუშ ლადა ზაბლოცკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლუგინიჩი, ვიტებსკის გუბერნია, რუსეთი. ვიტებსკის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1831 წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში, ლიტერატურისა და ენათმეცნიერების განხრით. ესწრებოდა რუსი ენათნეცნიერების, პროფესორ პ. პობედონოსცევისა და ა. კუბარიოვის ლექციებს; 1833 წელს იგი გამორიცხეს უნივერიტეტიდან, დააპატიმრეს და გადაასახლეს ვიტებსკში, მეფის საწინააღმდეგო სიმღერის გავრცელებისთვის; შემდეგ გააგზავნეს კავკასიაში მესანგრეთა ბატალიონის რიგით ჯარისკაცად, სადაც ებრძოდა მეამბოხე მთიელებს; 1837 წელს ჩამოვიდა თბილისში, სადაც შეხვდა იაკობ პოლონსკის, დაუმეგობრდა ნიკოლოზ ბარათაშვილს, მ. თუმანიშვილს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილებს - ნინოსა და ეკატერინეს, აზერბაიჯანელ პოეტსა და ისტორიკოსს აბას კული-ხან ბაქიხანს; თარგმნიდა ქართულიდან; დაწერა ლექსი "ალაზნის ველი"(1838), რომლის მინაწერში მიმოიხილავს საქართველოს ისტორიას, განსაკუთრებით თამარ მეფის ხანასა და ვეფხისტყაოსანს. ეს ლექსი ქართულად თარგმნა მ. თუმანიშვილმა და შეიტანა თავის "რჩეულ ლექსებში"(1882). პოლონელ პოეტთა "კავკასიის" ჯგუფის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პოლონელი პოეტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.100
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |