შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა იაკობაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩიხა, საჩხერის რაიონინი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1929 წელს. 1932-1933წწ. იყო ოზურგეთის ჩაის საკავშირო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1941-1943წწ. ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1943-1946წწ. საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი; 1961-1962წწ. სოფლის მეურნეობის მინისტრი; 1988 წლიდან გარდაცვალებამდე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას უმაღლეს სასწავლებლებში; იკვლევდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სელექციის საკითხებს. ავტორია სახელმძღვანელოების, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგრონომი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ.- 38; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.158 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |