The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა იაკობაშვილი

დაბადების თარიღი:14 მაისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1 ოქტომბერი, 1968  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიხა, საჩხერის რაიონინი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1929 წელს.

1932-1933წწ. იყო ოზურგეთის ჩაის საკავშირო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1941-1943წწ. ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1943-1946წწ. საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი; 1961-1962წწ. სოფლის მეურნეობის მინისტრი; 1988 წლიდან გარდაცვალებამდე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას უმაღლეს სასწავლებლებში; იკვლევდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სელექციის საკითხებს. ავტორია  სახელმძღვანელოების, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგრონომი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ.- 38; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.158

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: