The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეფრემ ეშბა

ეფრემ ეშბა
Legal name:დურუ ეშბა
Date of birth:20 March, 1893
Date of death:1939  (at 45 years)
Category:Public official

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბედია, გალის რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის და თბილისის გიმნაზიებში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1917-1918 წლებში იყო სამურზაყანოს არალეგალური ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რსდმ(ბ) სოხუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე და მუშათა დეპუტატების თავმჯდომარე, აფხაზეთის რევკომის თავმჯდომარე.  მას შემდეგ, რაც 1918 წლის 11 ივნისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აფხაზეთს შორის დადებული ხელშეკრულებით აფხაზეთს ფართო ავტონომია მიენიჭა, ეფრემ ეშბას მეთაურობით სოხუმში შეიქმნა სამხარეო რევკომი, რომელმაც სოხუმის ოლქის უშუალოდ რუსეთთან მიერთება გადაწყვიტა. საქართველოს მთავრობის აქტიური საპასუხო მოქმედებით ქართულმა ჯარმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით 17-22 ივნისს სეპარატისტთა ეს მცდელობა აღკვეთა. ეფრემ ეშბა იყო საბჭოთა რუსეთის მიერ  საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, აფხაზეთში ჩამოყალიბებული რევკომის თავმჯდომარე, რომელმაც 1921 წლის მარტის დასაწყისში საქართველოს ხელმძღვანელთა წინაშე დასვა საკითხი აფხაზეთის დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ. 21 მარტს საქართველოს რევკომმა გამოსცა დეკლარაცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ. მოგვიანებით, 16 დეკემბერს ეფრემ ეშბამ მხარი დაუჭირა აფხაზეთის შესვლას საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში სახელშეკრულებლო საწყისებზე, თუმცა მისი მოღვაწეობა ამ პერიოდშიც ფაქტობრივად საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1922 წლის მარტიდან იგი მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ს მესამე მდივნად, იმავე წლის ოქტომბრიდან-საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისრად. 1926-1927 წლებში იყო საკ. კპ(ბ) ჩეჩნეთის ორგბიუროს მდივანი. თანაუგრძნობდა ტროცკისტულ მიმდინარეობას, რისთვისაც პარტიიდან გარიცხეს 1927 წელს. 1930-1935 წლებში მუშაობდა სსრკ საგარეო ვაჭრობისა და მძიმე მრეწველობის კომისარიატებში. პოლიტრეპრესიების მსხვერპლი. პარტიული მუშაკი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.121

Member of Organizations

  • კომპარტია, წევრი (1914-)

Share: