The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი დოლიძე

ნელი დოლიძე
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს.

1960 წლიდან მუშაობს კინოში; იყო ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიის მთავარი რედაქტორი; დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "თვალსაზრისით" (დოკუმენტური, 1975); სცენარის ავტორია ფილმების: "აკადემიკოსი მუსხელიშვილი" (დოკუმენტური, 1968), "თვალსაზრისით" (დოკუმენტური, 1975), "ბურთი საუკუნეთა მიღმიდან" (დოკუმენტური, 1977), "ბუნება გვკარნახობს" (დოკუმენტური, 1977), "იამბე, ციხის ნაშალო..."(დოკუმენტური, 1983), "ვასო აბაევი" (დოკუმენტური, 1989), "შიო-მღვიმე" (დოკუმენტური, 1992); გადაღებულია ფილმში: "გზის დასაწყისი" (1982).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: