The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ეძგვერაძე

დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს.

1959-1963 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში", 1964-1992 წლებში ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (პროექტის მთავარი არქიტექტორი). მის მიერ შემუშავებული ტიპური პროექტით აიგო რამდენიმე სკოლა და საავადმყოფო (ცხინვალი, რუსთავი, გარდაბანი, ზესტაფონი და სხვ. XX საუკუნის 60-იანი წლები),  სასტუმრო "კოლხეთი" (ქობულეთი, 1983).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.125

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია "ხუთწლედის მატიანე"
    ქობულეთში სატუმრო "კოლხეთის" არქიტექტურისათვის

გააზიარე: