The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გურამ ვადაჭკორია

დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1930  (87 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1952 წელს.

1960-1962 წლებში ხელმძღვანელობდა პათომორფოლოგიის განყოფილებას ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1972-1971 წლებში კი ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტში. 1973-2003 წლებში უძღვებოდა ა. წულუკიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის და ჰისტოქიმიის ლაბორატორიას. მისი სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ენდოკრინული სისტემის სტრუქტურული ცვლილებების შესწავლა. ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის დროს. გამოცემული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის სამი მონოგრაფია. არის ერთი გამოგონების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1967), პროფესორი(1991). პათომორფოლოგი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.129

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)
  • საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია , წევრი (1996-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: