შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ვადაჭკორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს საცირკო-საესტრადო ხელოვნების სასწავლებელი 1986 წელს. 1981-1991 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის ორიგინალური ჟანრის მსახიობ - ილუზიონისტი. მან პირველმა შემოიტანა და დაამკვიდრა საქართველოში საილუზიო ხელოვნების კულტურა. 1991 წლიდან არის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის კონსულტანტი. 1992 წელს თბილისში შექმნა საილუზიო შოუ-სპექტაკლი "მაგიური შოუ". გასტროლებზე იმყოფებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გამოქვეყნებული აქვს 4 წიგნი, რომლებიც ეძღვნება საილუზიო ხელოვნების შესწავლას. არის მრავალი ფოკუსის ავტორი და ახალგაზრდა, დამწყებ ილუზიონისტთა აღმზრდელი. 1988 წელს ილუზიონისტთა ფესტივალ კონკურსში "ჯადოსნური აღლუმი-88", საერთო მაგიაში პირველი ადგილი მოიპოვა; 2007 წელს შეიქმნა დსთ-ის ქვეყნებში პირველი საფოსტო მარკა "ქართული საილუზიო ხელოვნება" ზურაბ ვადაჭკორიას სილუეტით. ილუზიონისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.129; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.279 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |