The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ვადაჭკორია

ზურაბ ვადაჭკორია
Date of birth:24 February, 1961
Date of death:1 March, 2018  (at 57 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს საცირკო-საესტრადო ხელოვნების სასწავლებელი 1986 წელს.

1981-1991 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის ორიგინალური ჟანრის მსახიობ - ილუზიონისტი. მან პირველმა შემოიტანა  და დაამკვიდრა საქართველოში საილუზიო ხელოვნების კულტურა. 1991 წლიდან არის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის კონსულტანტი. 1992 წელს თბილისში შექმნა საილუზიო შოუ-სპექტაკლი "მაგიური შოუ". გასტროლებზე იმყოფებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გამოქვეყნებული აქვს 4 წიგნი, რომლებიც ეძღვნება საილუზიო ხელოვნების შესწავლას. არის მრავალი ფოკუსის ავტორი და ახალგაზრდა, დამწყებ ილუზიონისტთა აღმზრდელი. 1988 წელს ილუზიონისტთა ფესტივალ კონკურსში "ჯადოსნური აღლუმი-88", საერთო მაგიაში პირველი ადგილი მოიპოვა; 2007 წელს შეიქმნა დსთ-ის ქვეყნებში პირველი საფოსტო მარკა "ქართული საილუზიო ხელოვნება" ზურაბ ვადაჭკორიას სილუეტით. ილუზიონისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.129;  წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.279

Member of Organizations

  • აშშ-ს საერთაშორისო ილუზიონისტთა საძმო, წევრი (1991-)
  • მოსკოვის ილუზიონისტთა კლუბი, წევრი (1981-)
  • საქართველოს ილუზიონისტთა კლუბი , დამფუძნებელი, პრეზიდენტი (1986-)
  • ქ. ბრნოს(ჩეხეთი) ილუზიონისტთა კლუბი, წევრი (2004-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: