The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ ებრალიძე

ჯუმბერ ებრალიძე
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1933
გარდაცვ. თარიღი:7 ნოემბერი, 2018  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1968 წელს.

1956-1961წწ. წლებში მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1961 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტელევიზიაში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობას იწყებს ახლადშექმნილ საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში ჯერ პროდიუსერად, ხოლო 1973 წლიდან კინორეჟისორად. გადაღებული აქვს 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია სრულმეტრაჟიანი პუბლიცისტური ფილმი "საქართველოს მატიანე", რომელიც შედგება 20 ფილმისაგან და რომელშიც აღწერილია საქართველოს მაჯისცემა 1976-1988 წლებში. იტალიის "სატელიტ 2000"-ის და საფრანგეთის "TV-5" დაკვეთით გადაიღო ფილმი "უფლის რწმენითა და შეწევნით", ხოლო ტელეკომპანია "НТВ"-ს დაკვეთით 2 სერიანი ფილმი "Грузинский Футбол" ("ქართული ფეხბურთი“). დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "პირველი ჩოგანი" (დოკუმენტური, 1976), "ბიჭვინთა" (დოკუმენტური, 1980), "ფალავნები"(დოკუმენტური, 1985), "აფხაზეთის მარგალიტი" (დოკუმენტური, 1987), "ბორის პაიჭაძე" (დოკუმენტური, 1990), "ყოველი ქართლი" (დოკუმენტური, 1995), "მაესტრო ლატაიო" (დოკუმენტური, 2003), "მისიით საქართველოში"(დოკუმენტური, 2007) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "პირველი ჩოგანი" (დოკუმენტური, 1976),  "ფალავნები" (დოკუმენტური, 1985), "აფხაზეთის მარგალიტი" (დოკუმენტური, 1987), "ბორის პაიჭაძე" (დოკუმენტური, 1990), "ყოველი ქართლი" (დოკუმენტური, 1995), "მისიით საქართველოში" (დოკუმენტური, 2007) და სხვ.; პროდიუსერია ფილმების: "თოჯინების სამყაროში" (1965), "მზის ჩასვლის წინ"(1968), "ცაბუნია" (1969), "შორია გურჯისტანამდე" (დოკუმენტური, 1970), "ბავშვობა" (1970).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: web.archive.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1980-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: