შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ვადაჭკორია
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში. 1988 წელს არჩეულ იქნა "საკკურორტპროექტის" საქართველოს ფილიალის დირექტორად (1996 წლიდან-შპს "კურორტპროექტი"). მონაწილეობდა სანატორიუმ "იმერეთის"(წყალტუბო) დაპროექტებაში (1958). ძირითადი ნამუშევრები: სასტუმრო დაბა ფასანაურში (1958, ზ. თავართქილაძესთან ერთად), მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი ბიჭვინთაში (1963), პანსიონატები წყნეთში(1964, ყველა ვ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად), პანსიონატი "სინოპი"(სოხუმი, 1965), დასასვენებელი სახლი "ჰორიზონტი"(ქობულეთი, 1978, მ. ლიპარტელიანსა და მ. ჩხენკელთან ერთად), სასტუმრო "ამირანი" (თბილისი, 1986, ლ. კარკუსოვასა და მ. მარგველაშვილთან ერთად), საკასაციო სასამართლო თბილისში (2006, რ. ბაკურაძესთან ერთად) და სხვ. საერთაშორისო გამოფენებზე იყო აგრეთვე საქართველოს პავილიონების ავტორი (გფრ,1972; თურქეთი, 1974; საფრანგეთი, 1975; ყველა რ. კიკნაძესთან და შ. ყავლაშვილთან ერთად, მოსკოვი, 1977; ო. ლითანიშვილთან ერთად). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.130 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |