The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით სარდალი

ოფიციალური სახელი:დავით ორბელიანი
დაბადების თარიღი:1739
გარდაცვ. თარიღი:1796  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, დიპლომატი, მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების წლად სახელდება 1716 წელიც. იგი იყო დიდი ფეოდალი, საორბელოს უფროსი, სიძე ერეკლე მოერისა (ცოლად ჰყავდა მისი ასული თამარი); საორბელოს უფროსი; 1768 წლიდან ქართლის მეფის სახლთუხუცესი; 1772 წლიდან მეწინავე სადროშოს სარდალი; ცოლად ჰყავდა ერეკლე II-ს ასული თამარი; თავი გამოიჩინა ასპინძის ბრძოლაში, მაგრამ შემდეგ განხეთქილება ჩამოვარდა ერეკლე II-სა და ორბელიანს შორის; ერთხანს ერეკლე II-მ სახლთუხუცესობაც ჩამოართვა; დავით ორბელიანი ახლო მეგობარი იყო ბესიკისა, რომელმაც სიყვარულით აღსავსე ლექსები უძღვნა მას, ხოლო პოემაში "ასპინძისათვის" შეაქო ასპინძის ბრძოლაში მისი ვაჟკაცობა; ის იყო დიპლომატი; მისიით რამდენჯერმე იყო სპარსეთში, საიდანაც ჩამოიტანა "ყარამანიანის" ხელნაწერი და 1762-1774წწ. ქართულად თარგმნა; მის სატრფიალო ლექსზე "პირზე გაქვს ხალი" შექმნილია ქალაქური ხალხური სიმღერა "კოკობო ვარდო", სიმღერა ჩაწერილია დ. არაყიშვილის მიერ, ამ სიმღერის ჰანგი საფუძვლად დაედო გულჩინას არიოზოს დ. არაყიშვილის ოპერაში "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1919); თხზულებები: "ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის ანთოლოგია"; წერდა ლექსებს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 375; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.115-116


გააზიარე: