The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისო ერისთავი

ელისო ერისთავი
ოფიციალური სახელი:ელისაბედ ერისთავი
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაამთავრა მუსიკალური სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილება 1968 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორია, მუსიკის ისტორია და თეორია - 1974 წელს.

1974-1981წწ. - თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, მუსიკის კათედრა, კონცერტმეისტერი, მუსიკალური ფორმის და ჰარმონიის ლექციები; 1981-1993წწ. - თბილისის მუსიკალური სკოლა N16, ფორტეპიანოს პედაგოგი; 1992-2001წწ. - თბილისის ჯაზის აკადემია ("აუდიოვიზუალური სინთეზი“), ტელე-რადიო კომპანია "საქართველო“, საავტორო პროგრამა "რა არის პლასტიკა“, გადაცემების წამყვანი და რეჟისორი); 1996 წლიდან -  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აუდიოვიზუალური ხელოვნების საუნდ დიზაინის მიმართულების ლექციები. მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუსიკის როლი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კომპოზიციურ სტრუქტურაში", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფილმის ხმოვან-ხედვითი სტრუქტურა", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.583; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: tafu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: