The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ვალიშვილი

ვლადიმერ ვალიშვილი
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1910
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 1992  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ВГИК) 1936 წელს (სერგეი ეიზენშტეინის სახელოსნო).

დოკუმენტურ ფილმებთან ერთად მუშაობდა მხატვრულ ფილმებზეც, 1937 წელს გადაიღო კინემატოგრაფიული ვარიანტი რუსთაველის თეატრის სცენაზე განხორციელებული სპექტაკლისა "ალკაზარი" (პიესის ავტორი გ. მდივანი); მისი ინიციატივითა და მისი უშუალო მონაწილეობით გადაღებული იქნა პირველი მხატვრული ფილმი ოსურ მოტივებზე  "ფატიმა" (1958); მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში რეჟისორად; დამდგმელი რეჟისორია დოკუმენტური ფილმებისა: "საზაფხულო საძოვრებზე" (1936), "1 მაისი თბილისში" (1936), "დიდი ოქტომბრის 20 წელი" (1937), "ჯიმარაი-ჰოხ" (1938),  "სამშობლოს დასაცავად" (1939), "ბაკურიანი" (1939), "ისტორიულ ადგილებში" (1939), "ბედნიერი ბავშვობა" (1939), "ხრამჰესმშენი" (1939), "კოსტა ხეთაგუროვის იუბილე" (1939), "კავკასიონის ქედის გადაღმა" (1940), "საქართველოს სამხედრო გზაზე" (1941), "ქართველი ხალხის ზეიმი" (1941), "საფრონტო გაზაფხული საქართველოში" (1941), "პატრიოტი მეთევზეები" (1943), "გენერალი ლესელიძე" (1942), "გორის ველი" (1944), "ბახმარო" (1945), "გამარჯვების პირველი მაისი" (1945), "გამარჯვებით დაბრუნება" (1945), "ბაკურიანის თოვლიან ფერდობებზე" (1946), "უშბა" (1946), "ყაზბეგი" (1948), "ზამთარი ბაკურიანში" (1948), "სვანეთის მთებში" (1949), "საქართველოს მზიური სანაპიროები" (1949), "სამხრეთ ოსეთი" (1951), "მოთხილამურეები ბაკურიანში" (1952), "მაღალი ძაბვა" (1953), "საყვარელი სამშობლოს სადარაჯოზე" (1960), "ერთი სოფლის სპორტსმენები" (1960), "ქართული ფოლადი" (1961), "ორსანტიელი მესიმინდე" (1961), "ახალი სვანეთი" (1962), "სოფლის თავკაცი" (1963), "ენგურ-ჰესის მშენებლობა" (1964), "ივანე ბერიტაშვილი" (1965), "24 საათი" (1966), "მიწისქვეშა მდინარეთა საიდუმლოება" (1966), "საქართველოს თერმული წყლები" (1967), "წყალდიდობა" (1968), "მეტალურგიის გიგანტი" (1968), "აღორძინებული ოსეთი" (1969), "ადამიანები და ვარსკვლავები" (1970), "მახარბეკ ტუგანოვი" (1971), "ზაქარია ფალიაშვილი" (1971), "მწვანე ჰორიზონტები" (1972), "კორნელი კეკელიძე" (1970), "მეფოლადეთა ოჯახი" (1973), "მთაში შობილი ხელოვნება" (1974), "პროფესიის სიყვარულით" (1975), "დირექტორი" (1975), "ნათელა ბუთხუზი" (1978), "ყრილობიდან ყრილობამდე" (1980), "სამხრეთ ოსეთის 60 წლისთავი" (1982), "აი ია" (1986), "ზეიმი ალანების მიწაზე" (1982), "ვასო აბაევი" (1988) და სხვა. არის დოკუმენტური ფილმების სცენარის ავტორი: "საზაფხულო საძოვრებზე" (1936), "1 მაისი თბილისში" (1936), "ჯიმარაი-ჰოხ" (1938), "დიდი ოქტომბრის 20 წელი" (1937), "სამშობლოს დასაცავად" (1939), "ბაკურიანი" (1939), "ბედნიერი ბავშვობა" (1939), "ხრამჰესმშენი" (1939), "1 მაისი თბილისში" (1936), "ქართველი ხალხის ზეიმი" (1941), "ბახმარო" (1945), "გამარჯვებით დაბრუნება" (1945), "ბაკურიანის თოვლიან ფერდობებზე" (1946), "უშბა" (1946), "ყაზბეგი" (1948), "ზამთარი ბაკურიანში" (1948), "სვანეთის მთებში" (1949), "საქართველოს მზიური  სანაპიროები" (1949), "სამხრეთ ოსეთი" (1951), "მოთხილამურეები ბაკურიანში" (1952), "ერთი სოფლის სპორტსმენები" (1960), "წყალდიდობა" (1968), "ივანე ბერიტაშვილი" (1965), "მთაში შობილი ხელოვნება" (1974), "ზეიმი ალანების მიწაზე" (1982), "ვასო აბაევი" (1988) და სხვა. დოკუმენტური ფილმისთვის "უშბა" მიენიჭა ვენეციის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო დიპლომი (1947).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geქართული დოკუმენტური კინო, 1910-1970 /გურამ ჟვანია.-თბ.,1990

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: