The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ვლადიმერ ვალიშვილი

ვლადიმერ ვალიშვილი
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1910
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 1992  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1927 წელს ჩაირიცხა სახკინმრეწვთან არსებულ სკოლა სტუდიაში; 1930 წელს ახალგაზრდა კინორეჟისორი გააგზავნეს მოსკოვში სწავლის გასაგრძელებლად; 1936 წელს წარმატებით დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) სარეჟისორო ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში რეჟისორად. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ჯიმარაი ჰოხ"(დოკუმენტური, 1938), "სამხრეთ ოსეთი"(დოკუმენტური, 1951), "მახარბეკ ტუგანოვი"(დოკუმენტური, 1971), "ვასო აბაევი"(დოკუმენტური, 1989);  სცენარის ავტორია ფილმის: "ვასო აბაევი"(დოკუმენტური, 1989).

წყარო: http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=263

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: