The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერეკლე ორბელიანი

ერეკლე ორბელიანი
ოფიციალური სახელი:ირაკლი ორბელიანი
დაბადების თარიღი:ნოემბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:31 მარტი, 1953  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, თბილისის კონსერვატორია(საფორტეპიანო).

პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისში, პედაგოგი მ. გაბაშვილი; 1879 წლიდან იყო თბილისის სათავადაზნაურო სკოლა-პანსიონის პედაგოგი; 1921 წლიდან მუსიკალური განათლების მიღება გააგრძელა ჯერ ბერლინში, პედაგოგი მაიერმარჰი(ფორტეპიანო), შემდეგ ვენაში; 1924-1930წწ. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას პარიზში; 1930 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში; გამოდიოდა სოლო კონცერტებით აშშ-სა და ევროპის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, აგრეთვე ცნობილ იტალიელ ტენორთან ბ. ჯილისთან ერთად; მეგობრობდა ს. რახმანინოვთან, რემელიც ასეთ შეფასებას აძლევდა ერეკლე ორბელიანის საშემსრულებლო ხელოვნებას: "ჩემს შემდეგ ჩემს ნაწარმოებებს ყველაზე უკეთ ასრულებს ირაკლი ორბელიანი"; წერდა რომანსებს ქართველი ემიგრანტი პოეტების ლექსებზე; 1930-ია წლებში აშშ-ში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე; 1950 წელს დააარსა(სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად) "ქართველ-ამერიკელთა ლიგა"; 1951 წელს დაევალა რადიო "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის დაარსება, გარდაცვალებამდე იყო მისი ხელმძღვანელი; თხზულებები საფორტეპიანო პიესები, იმპროვიზაციები, რომანსები შ. ამირეჯიბისა და ს. ბერეჟიანის ლექსებზე; ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანის(ბაგრატიონის) ვაჟიშვილი, ერეკლე II-ს შთამომავალი; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 376


გააზიარე: