Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერეკლე ორბელიანი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, თბილისის კონსერვატორია(საფორტეპიანო). პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისში, პედაგოგი მ. გაბაშვილი; 1879 წლიდან იყო თბილისის სათავადაზნაურო სკოლა-პანსიონის პედაგოგი; 1921 წლიდან მუსიკალური განათლების მიღება გააგრძელა ჯერ ბერლინში, პედაგოგი მაიერმარჰი(ფორტეპიანო), შემდეგ ვენაში; 1924-1930წწ. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას პარიზში; 1930 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში; გამოდიოდა სოლო კონცერტებით აშშ-სა და ევროპის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, აგრეთვე ცნობილ იტალიელ ტენორთან ბ. ჯილისთან ერთად; მეგობრობდა ს. რახმანინოვთან, რემელიც ასეთ შეფასებას აძლევდა ერეკლე ორბელიანის საშემსრულებლო ხელოვნებას: "ჩემს შემდეგ ჩემს ნაწარმოებებს ყველაზე უკეთ ასრულებს ირაკლი ორბელიანი"; წერდა რომანსებს ქართველი ემიგრანტი პოეტების ლექსებზე; 1930-ია წლებში აშშ-ში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე; 1950 წელს დააარსა(სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად) "ქართველ-ამერიკელთა ლიგა"; 1951 წელს დაევალა რადიო "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის დაარსება, გარდაცვალებამდე იყო მისი ხელმძღვანელი; თხზულებები საფორტეპიანო პიესები, იმპროვიზაციები, რომანსები შ. ამირეჯიბისა და ს. ბერეჟიანის ლექსებზე; ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანის(ბაგრატიონის) ვაჟიშვილი, ერეკლე II-ს შთამომავალი; პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 376
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |