The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ვაჩნაძე

ილია ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა ქ. თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1982 წელს.

1967 წლიდან საქართველოს ტელევიზია, გამნათებელი; 1968 წლიდან კომპანია "ქართული ტელეფილმი", გამნათებელი; 1973 წლიდან ოპერატორის ასისტენტი; 1979 წლიდან ოპერატორი. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "მთები, მთები!“  (დოკუმენტური, 1976), "მატჩის დირიჟორი"(დოკუმენტური, 1980), "გზა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინისაკენ"(დოკუმენტური, 1986), "მოქცევაი ქართლისაი" (დოკუმენტური, 1991), "ყოველი ქართლი"(დოკუმენტური, 1995), "საუკუნის დანაშაული" (დოკუმენტური, 1997), "პანოპტიკუმი" (1997), "გურული ფირალები" (დოკუმენტური, 2000), "ვაჟკაცს კარგ უნდა ჰყვანდის ცხენიო" (დოკუმენტური, 2006), "ერთი ოჯახის ქრონიკები" (დოკუმენტური, 2012) და სხვ.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: