The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გივი ვეფხვაძე

გივი ვეფხვაძე
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1938  (79 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს; ქ. ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტი 1970 წელს.

1960-1961წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, მსახიობი; 1961-1968წწ. საქართველოს ტელევიზია, რეჟისორი; 1968-2004წწ. საქართველოს სატელევიზიო ფილმების კინორეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი-80"(დოკუმენტური, 1964), "ციმბირის პაპა"(დოკუმენტური, 1968), "დიდი ოჯახი"(დოკუმენტური, 1977), "შუაკაცი"(1985), "კეთილი კაცი-"პატარა დეტექტივი"(1985), "ხსოვნა"(1989), "მახსოვს ხარაგაული"(დოკუმენტური, 1999);  სცენარის ავტორია ფილმების: "დიდი ოჯახი"(დოკუმენტური, 1977), "შუაკაცი"(1985), "კეთილი კაცი - "პატარა დეტექტივი"(1985), "ხსოვნა"(1989) და სხვ.; დამდგმელი ოპერატორია ფილმის: "აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი-80"(დოკუმენტური, 1964).

წყარო: http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=178

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქველმოქმედო საზოგადოება "9 მარტი 1956 წელი" , დამაარსებელი და თვმჯდომარე (1992-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: