Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ვეფხვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს; ქ. ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტი 1970 წელს. 1960-1961წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, მსახიობი; 1961-1968წწ. საქართველოს ტელევიზია, რეჟისორი; 1968-2004წწ. საქართველოს სატელევიზიო ფილმების კინორეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი-80" (დოკუმენტური, 1964), "ციმბირის პაპა" (დოკუმენტური, 1968), "დიდი ოჯახი" (დოკუმენტური, 1977), "შუაკაცი" (1985), "კეთილი კაცი-"პატარა დეტექტივი" (1985), "ხსოვნა" (1989), "მახსოვს ხარაგაული"(დოკუმენტური, 1999); სცენარის ავტორია ფილმების: "დიდი ოჯახი" (დოკუმენტური, 1977), "შუაკაცი" (1985), "კეთილი კაცი - "პატარა დეტექტივი" (1985), "ხსოვნა" (1989) და სხვ.; დამდგმელი ოპერატორია ფილმის: "აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი-80" (დოკუმენტური, 1964). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია : geocinema.ge; გაზეთი "ჩემი ხარაგაული" : chemikharagauli.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |