The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ორბელიანი

მანანა ორბელიანი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1807
გარდაცვ. თარიღი:3 ივნისი, 1870  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუმისის წმინდა სამების ეკლესია, გარდაბნის რაიონი, სოფ. კუმისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

მანანა ორბელიანს ჰქონდა სახელგანთქმული სალონი, სადაც იკრიბებოდნენ გამოჩენილი მწერლები, საზოგადო და ხელოვნების მოღვაწეები: ნ. ბარათაშვილი, გრ. ორბელიანი, გ. ერისთავი, მ. თუმანიშვილი, დ. ყიფიანი; სალონის ხშირი სტუმრები იყვნენ თბილისში ჩამოსული უცხოელები; სალონში ქართულ ხალხურ მუსიკასთან, სიმღერებთან, საცეკვაოებთან ერთად სრულდებოდა ევროპული მუსიკის ნიმუშები; მანანა ორბელიანი ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში ვინც უკრავდა ფორტეპიანოზე; მონაწილეობდა ჟურნალ "ცისკარის" დაარსებასა და მუდმივი ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებაში; მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული, დავით ორბელიანის მეუღლე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 376; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.81


გააზიარე: