შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ორბელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი. ნინო დავითის ასული აბაშიძე, მაკრინე თარხნიშვილის და სვიმონ აბაშიძის ქალიშვილი, გრიგოლ ჯამბაკურ-ორბელიანის მეუღლე. დაიბადა შიდა ქართლის სოფელ ახალქალაქში. ხუთი წლის გოგონა დედის ძმამ, იასონმა სოფელ დილიკაურში (ზესტაფონი) წაიყვანა, სადაც ბიცოლა, მაიკო ამირეჯიბი საათობით ასწავლიდა წერა-კითხვასა და ხელსაქმეს. ორ წელიწადში კი გარიყულაში, იმ დროისათვის სახელგანთქმულ მწიგნობარის, თამარ თარხნიშვილის მოსწავლე გახდა. 14 წლისა მიათხოვეს ქუთაისელ ევგენი მაისურაძეს რომელიც მალე გარდაიცვალა. ნინო მონაწილეობდა კულტურულ-სალიტერატურო ცხოვრებაში, თეატრალურ წარმოდგენებში. 1864 წელს მეორედ გათხოვდა, გრიგოლ ორბელიანის (1836-1887) მეუღლე გახდა. 1870-იან წლებში ნინო უკვე თბილისში ცხოვრობდა და ნაყოფიერ ლიტერატურულ, თეატრალურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი გამოირჩეოდა სილამაზით, ორატორული ნიჭით, იყო ბრწყინვალე იმპროვიზატორი... მან 45 წელი იღვაწა ქართულ პოეზიაში; ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა XIX საუკუნის 60-იან წლებში; მრავალი ლექსის ავტორია, გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ ერთი მცირე მოცულობის კრებული; თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან ("ცისკარი", "მნათობი", "დროება", "ივერია", "კვალი", "ცნობის ფურცელი"); მისი პოეზია ვითარდებოდა ქართველ რომანტიკოსთა და "სამოციანელთა", განსაკუთრებით ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის გავლენით; მისი ლირიკის ძირითადი თემაა საქართველოს წარსული "განათებული თამარის სხივით", სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობა, საკუთარი ცხოვრების მოუწყობლობის განცდა, თანაგრძნობა ჩაგრულთა მიმართ, რაც სევდიან ელფერს ანიჭებს მის ლექსებს; მისი სატრფიალო ლექსები: "ნეტავ ეხლა სადა ხარ", "ვინც მიყვარდა", "ხონაბაჯის ხმაზედ", სიმღერებად იქცა(მუსიკის ავტორი უცნობია); მისი ლექსების კრებულები დაბეჭდილია 1885, 1894 და 1905 წლებში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ნინო უკიდურეს სიღატაკეში, უსახლკაროდ ცხოვრობდა. ყველასგან მივიწყებული, გარდაიცვალა თბილისში დავრდომილთა თავშესაფარში.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |