The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ზუბაშვილი

ვაჟა ზუბაშვილი
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახმეტა.

დაამთავრა თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი ესტრადის მსახიობის სპეციალობით 1977 წელს; საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინორეჟისორის სპეციალობით 1982 წელს.

1982-2000წწ. მუშობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანე"-ში კინორეჟისორად; 1998-2008წწ. ტელესტუდიებში "მზე", "იბერია", "მე-9 არხი"; 2002 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტელერეჟისურის მიმართულების ლიდერი; 2009 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან სტუდია "მემატიანეს" სამხატვრო საბჭოს წევრი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მთაწმინდა" (დოკუმენტური, 1980), "სიმონ ჩიქოვანი"(დოკუმენტური, 1984), "სადღაც ომი იყო" (დოკუმენტური, 1989), "შუშანიკის წამება" (დოკუმენტური, 1989), "ჯავრის ციხე“ (დოკუმენტური, 1992) "ხევსურები“ (დოკუმენტური, 1996), "რაჭა" (დოკუმენტური, 2002), "ეთნოგრაფიული იმპროვიზაციები (ცხელი წერტილები)" (დოკუმენტური, 2002) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "მთაწმინდა"(დოკუმენტური, 1980), "სადღაც ომი იყო" (დოკუმენტური, 1989), "შუშანიკის წამება" (დოკუმენტური, 1989), "ჯავრის ციხე" (დოკუმენტური, 1992) "ხევსურები" (დოკუმენტური, 1996), "ეთნოგრაფიული იმპროვიზაციები (ცხელი წერტილები)" (დოკუმენტური, 2002) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "ახალი წელი" (1982), "შუშანიკის წამება" (დოკუმენტური, მთხრობელი, 1989).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1989-)

გააზიარე: