Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა ზუბაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახმეტა. დაამთავრა თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი ესტრადის მსახიობის სპეციალობით 1977 წელს; საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინორეჟისორის სპეციალობით 1982 წელს. 1982-2000წწ. მუშობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანე"-ში კინორეჟისორად; 1998-2008წწ. ტელესტუდიებში "მზე", "იბერია", "მე-9 არხი"; 2002 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტელერეჟისურის მიმართულების ლიდერი; 2009 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან სტუდია "მემატიანეს" სამხატვრო საბჭოს წევრი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მთაწმინდა" (დოკუმენტური, 1980), "სიმონ ჩიქოვანი"(დოკუმენტური, 1984), "სადღაც ომი იყო" (დოკუმენტური, 1989), "შუშანიკის წამება" (დოკუმენტური, 1989), "ჯავრის ციხე“ (დოკუმენტური, 1992) "ხევსურები“ (დოკუმენტური, 1996), "რაჭა" (დოკუმენტური, 2002), "ეთნოგრაფიული იმპროვიზაციები (ცხელი წერტილები)" (დოკუმენტური, 2002) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "მთაწმინდა"(დოკუმენტური, 1980), "სადღაც ომი იყო" (დოკუმენტური, 1989), "შუშანიკის წამება" (დოკუმენტური, 1989), "ჯავრის ციხე" (დოკუმენტური, 1992) "ხევსურები" (დოკუმენტური, 1996), "ეთნოგრაფიული იმპროვიზაციები (ცხელი წერტილები)" (დოკუმენტური, 2002) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "ახალი წელი" (1982), "შუშანიკის წამება" (დოკუმენტური, მთხრობელი, 1989). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |