შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ვადაჭკორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1952 წელს. 1953 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა გაზეთის ("ზარია ვოსტოკა", "ახალგაზრდა კომუნისტი", "სახალხო განათლება", "ლელო") და ჟურნალ "ჟურნალისტის" (1993-1995წწ. მთავარი რედაქტორის მოადგილე) რედაქციებში, ხოლო 1966-2003წწ. ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. 1966-1967წწ. იყო სიტყვანისა და სამეცნიერო კონტროლის რედაქციის გამგე, 1967-1993წწ. ენისა და ლიტერატურის რედაქციის გამგე, 1995-2003წწ. სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის გამგე.1953 წლიდან სისტემატურად აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებს, მოთხრობებს. ავტორია მოთხრობათა კრებულისა "პირველი ჩემპიონები" (1965). 1987 წელს ცალკე წიგნად გამოსცა მოთხრობა "კუპრა". ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა: "ნოვოკაინი" (1988), "შურისგება" (1989) და სხვ. აღსანიშნავია რომანი-დილოგია (I წიგნი "მზის თვალი", თბ. 1977; II წიგნი "ლოტოსის ფურცლები", თბ. 1984), რომლებშიც გადმოცემულია სტუდენტობისა და შემოქმედი ინტილიგენციის ყოფა-ცხოვრება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.130 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |