The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალა თაბუკაშვილი

ლალა თაბუკაშვილი
ოფიციალური სახელი:ოლღა თაბუკაშვილი
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1934
გარდაცვ. თარიღი:4 დეკემბერი, 2006  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, ფილოლოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1968 წელს.

1957-1968წწ. იყო გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიის" კულტურის განყოფილების გამგე; 1970-2009 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. არის ავტორი მრავალი კრიტიკული წერილისა და სამეცნიერო გამოკვლევებისა ქართულ და მსოფლიო კინოხელოვნების ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი"(1983) და "სუფთა დაფა"(1981). ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი(1968). კინომცოდნე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ნიკოლოზ შენგელაია და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბება", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 87; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: