The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთო მახარაძე

ავთო მახარაძე
ოფიციალური სახელი:ავთანდილ მახარაძე
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1943  (75 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1965 წელს.

1965-1966წწ. მოღვაწეობდა ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში. 1966 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. განსაკუთრებული როლებიდან აღსანიშნავია: აბიბო (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე"), ბუხუტი (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ბორის გოდუნოვი (ა. ტოლსტოის "ივანე მრისხანის სიკვდილი"), ტიბალტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), მოამბე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), მეფე ედუარდ IV, კენტერბერის არქიეპისკოპი, მასხარა (უ. შექსპირის "რიჩარდ მესამე"), გლოსტერი (უ. შექსპირის "მეფე ლირი") და სხვა. მონაწილეობს ქართულ და საზღვარგარეთის კინოფილმებში. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა აბელ და ვარლამ არავიძეების ვირტუოზულად განსახიერებული როლებით (თ. აბულაძის ფილმში "მონანიება"). ამ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მან მოსკოვის კინოფესტივალსა (1989) და ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიმსახურა პრიზი "ვერცხლის ჰიუგო". თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.651

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს არწივი"
  • 1988 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1987 - რუსეთის კინოაკადემიის პრიზი "ნიკა", მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში "მონანიება"
  • პირველი საერთაშორისო ევრაზიული კინოფესტივალი "ახალი კინო XXI საუკუნე", პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "ნაციონალური ბომბი" – რუსეთი
  • ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი "სილვერ ჰიუგო", მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში "მონანიება" (აშშ)

გააზიარე: