Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაკობ შემოქმედელი![]()
Biographyიაკობ დუმბაძემ განათლება ტრაპზონში მიიღო. შემოქმედის მიტროპოლიტად იხსენიება 1647 წ-იდან. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა დავით ნემსაძემ 1687 წელს რომში გაგზავნა, სადაც დიდი პატივით მიიღო პაპმა ინოკენტი XI-მ. მისი ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა შემოქმედის მაცხოვრის ეკლესიას, რომლის აღმოსავლეთ ლავგარდანის ქვეშ წარწერაზეც არის მოხსენიებული. 1696 წელს იმყოფება რუსეთში, დონის მონასტერში. ქართლის მეფის გიორგი XI-ის დავალებით გალექსა ბაგრატ მუხრანბატონის ანტიმაჰმადიანური თხზულება "უსჯულოს მოჰამადისა და ქრისტიანეთ გაბაასება", მასვე ეკუთვნის თითო სტროფიანი ლექსები - არჩილ II-ის ხოტბა, პასუხი იოსებ თბილელის შკითხვა-გამოცანებზე და სხვ. ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, იაკობ შემოქმედელს მიეწერება გადაკეთებული"აბდულმესიანი", რომელშიც ქების ობიექტი თამარისა და დავით სოსლანის ნაცვლად არჩილ II-ა. იაკობ შემოქმედელს ქებით იხსენიებენ არჩილ II, დავით გურამიშვილი, ანტონ I, იოანე ბატონიშვილი და სხვები. უკვე ღრმად მოხუცებულმა დატოვა გურიის კათედრა და წავიდა იერუსალიმში და იქვე აღესრულა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 40
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |