The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ ლაიელი

დაბადების თარიღი:1790
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 1831  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პორტლუი, მავრიკის კ.
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: პეისლი, შოტლანდია.

1822 წელს იმოგზაურა რუსეთში, ყირიმსა და კავკასიაში. დაათვალიერა მუხროვანი, გომბორი, თელავი, ყვარელი, გრემი, ალვანი, ალავერდი: გარკვეული გზის ნაწილი განვლო ალ. გრიბოედოვთან ერთად. აღწერა თბილისი, მუხროვანი, თელავი და სხვა გეოგრაფიული პუნქტები; საქართველოს სამხედრო გზა; აქვს ცნობები ქართველებზე, ოსებზე და სხვა. აგრეთვე ვრცელი ისტორიული ექსკურსები (ა. ერმოლოვი 1817 მისია ირანში, ისტორიული ნარკვევები საქართველოზე). მის წიგნში არის ილუსტრაციები: დარიალის ციხე და ხიდი თერგზე, რომაული ხიდი მტკვარზე, თბილისის ციხე, გრემი, ციხე და ეკლესია, თელავი, თბილისი, ანანური, გამაგრებული სოფელი ყაზბეგთან. ბოტანიკოსი და მოგზაური.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.110


გააზიარე: