The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოკი მახარაძე

კოკი მახარაძე
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე მახარაძე
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 1992  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს.

1973 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მნიშვნელოვანი ნამუშევრები თბილისში: "სუვოროვი და ბაგრატიონი ალპებში" (1952), "ასპინძის ბრძოლა (1961)", ალეგორიული ხასიათის დიდი ტილო "მიწა ქართული" (1967, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თსუ ინტერიერი - 1972), "თეთრი ხარი" (1975), "დიდგორი" (1985), "ამაღლება" (1987), "ცეცხლითა და მახვილით" (1988), სერია "ძველი თბილისი" (1989). გააფორმა მრავალი წიგნი. ნაყოფიერად მოღვაწეობდა ჟურნალ-გაზეთებში ("კომუნისტი", "პიონერი" და სხვ.). ფერმწერი, გრაფიკოსი, ბატალისტი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.651-652; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 619

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: