The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



იოანე იალღუზიძე

ოფიციალური სახელი:იოანე გაბარათი
დაბადების თარიღი:1775
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 1830  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზალადა,  ცხინვალის რაიონი.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. მან ჩინებული სასულიერო განათლება მიიღო ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე. იყო ქართული, ოსური და რუსული ენების შესანიშნავი მცოდნე. ეწეოდა პედაგოგიურ და მისიონერულ საქმიანობას. მან დიდი როლი ითამაშა კავკასიონის სამხრეთით მცხოვრები ოსების გაქრისტიანებაში. ქართული გრაფიკის საფუძველზე, იოანე იალღუზიძემ შექმნა ოსური ანბანი(1802). ამ ანბანს იყენებდნენ როგორც კავკასიონის სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ოსები. ქართულიდან ოსურ ენაზე გადათარგმნა "კატეხიზმო", "ღვთისმსახურება". მისი გარდაცვალების შემდეგ ქართული ალფაბეტი ცარიზმის რუსიფიკატორული რეჟიმის შედეგად რუსული ანბანით შეიცვალა. ი. იალღუზიძემ ოსების ისტორიული წარსული გააცოცხლა პოემა "იალღუზიანში".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 44


გააზიარე: