Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არსენ მეკოკიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გიორგიწმინდა, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტი 1955 წელს. იყო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძიმეწონოსანი. ასპარეზობდა ქართულ ჭიდაობაში, შემდეგ ძირითადად - თავისუფალი ჭიდაობაში. წარმატებით გამოდიოდა სამბოში და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც. თავდაპირველად მოღვაწეობდა საქართველოში თბილისში, შემდეგ კი რუსეთში. გამოირჩეოდა უდიდესი ფიზიკური ძალით, არაჩვეულებრივი ხანგრძლივი სპორტული ბიოგრაფიით. 40 წლისა დაეუფლა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს (1952, ჰელსინკი), ორი წლის შემდეგ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1954), მოჭიდავეთაგან ყველაზე ბევრჯერ თავისუფალ ჭიდაობაში (1945-1946, 1948-1953, 1956) და შვიდჯერ სამბოში (1940, 1947-1952), უკანასკნელად 1956 წელს 44 წლისამ იასპარეზა სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე, სადაც მოიგო ყველა ორთაბრძოლა და ჩემპიონობა მოიპოვა. 1945 წლიდან გამოდიოდა მოსკოვის (რუსეთი) სახელით. 1963 წლიდან თამაშდება მეკოკიშვილის სახელობის თასი ქართულ ჭიდაობაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.656; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |