The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



მიხეილ ლაკერბაი

მიხეილ ლაკერბაი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1901
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1965  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, ახლანდელი გულრიფშის რაიონი.

ისი თხზულებები 1919 წლიდან იბეჭდებოდა. 1921-1925წწ. აფხაზეთის გაზეთის ''აფსნი ყაფშის'' თანარედაქტორი იყო. 30-იანი წლებიდან იღწვოდა აფხაზეთის დრამატურგიის განვითარებისათვის (პიესები ''გეჩების შთამომავალი'', 1939; ''აბიდა'', 1940; ''დანაყაი'', 1946-1947; ''საუცხოო შენადნობი'', 1955 და სხვა). მას ეკუთვნის აგრეთვე ნარკვევები, კინოსცენარები, ლიბრეტოები. წვლილი მიუძღვნის ომისშემდგომი აფხაზური პროზის განვითარებაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა სხარტმა, იუმორითა და ეროვნული კოლორიტით აღსავსე ნოველებმა, რომლებშიც წარმოგვიდგება აფხაზი ხალხის წარსული და აწმყო.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.112


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: