შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი, ინჟინერ-არქიტექტორის კვალიფიკაციით 1932 წელს. მუშაობა დაიწყო არქიტექტორად "საქსახპროექტში". 1932-1935წწ. იყო მოსკოვის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტ-ასისტენტი. 1936 წლიდან XX ს. 80-იანი წლების ბოლომდე მუშაობდა არქიტექტორად "თბილქალაქპროექტში" სხვადასხვა თანამდებობებზე მათ შორის არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად. მისი ძირითადი ნამუშევრები: თბილისში - საცხოვრებელი სახლი N 1 შოთა რუსთაველის პროსპექტზე (1939, ს. ყუბანეიშვილთან და ა. ქურდიანთან ერთად), დ. უზნაძის ქუჩაზე (1955), ი. სტალინის სახელობის ხიდი (1953; ინჟ. გ. ჩომახიძე; ახლანდელი გალაკტიონის ხიდი), საცხოვრებელი სახლების კომპლექსი კ. მარჯანიშვილის მოედანზე (1947-1949). მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.656; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.393-394; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |