The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მელია

მიხეილ მელია
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1995  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი, ინჟინერ-არქიტექტორის კვალიფიკაციით 1932 წელს.

ძირითადი ნამუშევრები: თბილისში - საცხოვრებელი სახლი N 1 შოთა რუსთაველის პროსპექტზე (1939, ს. ყუბანეიშვილთან და ა. ქურდიანთან ერთად), დ. უზნაძის ქუჩაზე (1955), ი. სტალინის სახელობის ხიდი (1953; ინჟ. გ. ჩომახიძე; ახლანდელი გალაკტიონის ხიდი), საცხოვრებელი სახლების კომპლექსი კ. მარჯანიშვილის მოედანზე (1947-1949). მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.656; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.393-394

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არქიტექტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: