The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორ ლაკობა

ნესტორ ლაკობა
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1893
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1936  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, გუდაუთის რაიონი, აფხაზეთის ასსრ.

1911 წელს გარიცხეს თბილისის სასულიერო სემინარიიდან რევოლუციურ წრეებში მონაწილეობისათვის, რის შემდეგაც რევოლუციური მოღვაწეობას განაგრძობდა ბათუმსა და გროზნოში. 1916-1917წწ. მუშაობდა შავი ზღვის რკინიგზაზე, იქვე ეწეოდა პროპაგანდას მშენებელთა შორის. 1916 წელს გუდაუთაში შექმნა ბოლშევიკური ორგანიზაცია. 1918 წლის გაზაფხულზე ს. კუხალეიშვილთან, ე. ეშბასა და გ. ათარბეგოვთან და სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა აფხაზეთის მშრომელთა შეიარაღებულ აჯანყებას მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. შემდეგ ყუბანში გადავიდა, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო თეთრგვარდიელების წინააღმდეგ ბრძოლაში, შემდეგ აფხაზეთში სათავეში ჩაუდგა პარტიზანულ რაზმს. 1919-1920წწ. აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა აჭარაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშობდა აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ, სამხრეთ საზღვაო საქმეთა სახელმწიფო კომისრად, სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ, ცაკის(ცენტრალური კომიტეტი) თავმჯდომარედ. კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს მოღვაწე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.112

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამხარეო ცენტრალური კომიტეტი, წევრი
  • სრულიად საკავშირო კომუნისტური პარტია ბოლშევიკების( სკპ(ბ)) XIII, XV, XVI, XVII ყრილობა, დელეგატი
  • სსრკ ცენტრალური კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: