Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნესტორ ლაკობა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, გუდაუთის რაიონი, აფხაზეთის ასსრ. 1911 წელს გარიცხეს თბილისის სასულიერო სემინარიიდან რევოლუციურ წრეებში მონაწილეობისათვის, რის შემდეგაც რევოლუციური მოღვაწეობას განაგრძობდა ბათუმსა და გროზნოში. 1916-1917წწ. მუშაობდა შავი ზღვის რკინიგზაზე, იქვე ეწეოდა პროპაგანდას მშენებელთა შორის. 1916 წელს გუდაუთაში შექმნა ბოლშევიკური ორგანიზაცია. 1918 წლის გაზაფხულზე ს. კუხალეიშვილთან, ე. ეშბასა და გ. ათარბეგოვთან და სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა აფხაზეთის მშრომელთა შეიარაღებულ აჯანყებას მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. შემდეგ ყუბანში გადავიდა, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო თეთრგვარდიელების წინააღმდეგ ბრძოლაში, შემდეგ აფხაზეთში სათავეში ჩაუდგა პარტიზანულ რაზმს. 1919-1920წწ. აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა აჭარაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშობდა აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ, სამხრეთ საზღვაო საქმეთა სახელმწიფო კომისრად, სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ, ცაკის(ცენტრალური კომიტეტი) თავმჯდომარედ. კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.112; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.272 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |