Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იესე![]()
Biography1714-1716 წწ. ქართლის მეფე, ლევან ბატონიშვილის ძე, ვახტანგ VI-ის ძმა. 1705-1714წწ. ირანში შაჰის სამსახურში იყო. ებრძოდა შაჰის წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელებს ჯერ ბიძამისის - ქართლის მეფე გიორგი XI, ხოლო შემდეგ ძმის - ქართლის მეფე ქაიხოსროს მეთაურობით. 1708 წელს გიორგი XI-მ ქირმანის (ქალაქი და ისტორიული ოლქი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში) ნაიბად დაინიშნა, 1709 წელს (გიორგი XI-ის დაღუპვის შემდეგ) შაჰმა ქირმანის ბეგლარბეგობა უბოძა. იესეს მუსლიმანური სახელი ალიყული-ხანი ეწოდა. 1711 წელს დაინიშნა თოფჩიბაშად (არტილერიის უფროსი). 1714 წელს, როდესაც ვახტანგმა (შემდეგში ვახტანგ VI) უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰმა იესე ქართლის მეფედ დაამტკიცა. ის ქართლის ჯარით ეხმარებოდა კახეთის მეფე დავით II-ს(იმამყული-ხანს) ლეკების შემოსევათა მოგერიებაში. 1716 წელს, როდესაც ქართლის მეფობა ვახტანგმა მიიღო, იესე თელავს გაიხიზნა, მაგრამ შეიპყრეს და გადასცეს ბაქარს, რომელიც ქართლს განაგებდა. თბილისის სასახლეში პატიმრად ყოფნის დროს იესემ უარყო მაჰმადიანობა და ქრისტიანობას დაუბრუნდა. 1721 წელს ვახტანგ VI-მ იესე გაათავისუფლა, დაუბრუნა წართმეული ქონება, უბოძა მუხრანი და მსაჯულთუხუცესობა (მდივანბეგობა). 1723 წელს, როდესაც შაჰ-თამაზ II-მ ქართლის მეფობა კახეთის მეფე კონსტანტინე II-ს (მაჰმადყული-ხანს) მისცა და მან თბილისი დაიკავა, იესე ვახტანგ VI-ის დავალებით ბაქართან ერთად მიეგება თბილისის ასაღებად მოსულ ოსმალთა ჯარს. ოსმალები თბილისში შევიდნენ, კონსტანტინე დააპატიმრეს და ქართლის გამგებლობა ბაქარს გადასცეს. 1724 წელს, ბაქარის ოსმალთაგან განდგომის შემდეგ, იესე შეურიგდა დამპყრობლებს, კვლავ გამაჰმადიანდა და მუსტაფა ეწოდა. თუმცა ოსმალებმა ქართლის გამგებლობა იესეს მისცეს, ფაქტობრივი მმართველი ოსმალთა ფაშა იყო. იესე მტერთან ერთად ებრძოდა ვახტანგ VI-სა და ბაქარს. წყარო:ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 88
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |