The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ლალიევი

ალექსანდრე ლალიევი
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:7 ნოემბერი, 1990  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ი. გუბკინის სახელობის მოსკოვის ნავთობის ინსტიტუტი 1934 წელს.

1932-1934წწ. მუშაობდა ნავთობის საკავშირო გეოლოგიურ საძიებო ინსტიტუტში (მოსკოვი). 1934-1955წწ. -  ''საქნავთობის'' სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1947-1950წწ. - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1947 წელს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1955 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობის საბადოების ძებნა-ძიების და ბურღვის კათედრის გამგე; 1973 წლიდან გარდაცვალებამდე - საწარმოო გაერთიანება ''საქნავთობის'' მთავარი გეოლოგი და გენერალური დირექტორის მოადგილე. მისი შრომები ეხება საქართველოს კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფიასა და ნავთობის გეოლოგიას; ჩორდის ბარიტის საბადოსა (1969) და სამგორის საბადოს (1988) პირველაღმომჩენი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სამი მონოგრაფიისა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ორ ათეულზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. დაჯილდოებული იყო სსრკ ორდენებითა და მედლებით. მენავთობე, გეოლოგ-მინერალოგიული მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1955). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.113; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.185-186

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსკპ, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - სსრკ საპატიო მენავთობე
  • 1962 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი

გააზიარე: