The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არქანჯელო ლამბერტი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ნეაპოლი. 

1633-1649წწ. რომის კათილიკური სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციის დავალებით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, ოდიშის სამთავროში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1654 წელს გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც მოცემულია XVII საუკუნის ოდიშის სამთავროსა და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ ეკონომიკური ვითრების, ყოფისა და კულტურის, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების ვრცელი მიმოხილვა. მისი ნაშრომი ამ სახის პირველი თხზულებაა საქართველოს შესახებ. იგი XVII ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა და მკვლევართა დიდი ყურადღებით სარგებლობს. მას ეკუთვნის აგრეთვე ნაშრომი ''წმინდა კოლხიდა'', რომელშიც ავტორი ეხება ოდიშის სამთავროს სარწმუნოებრივ მდგომარეობას. ეს წიგნი ქართულად არ თარგმნილა. ზოგიერთის ცნობით იგი თავისი დროისთვის საკმაოდ დახელოვნებული ექიმი და მხატვარიც ყოფილა. იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის ბერი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.116

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: